პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: პროექტის მთავარი თემაა ქალები, რომელთაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს საკუთარი ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობისათვის.
პროექტის აქტუალობა: მოცემული თემა შერჩეულ იქნა სასკოლო სახელმძღვანელოდან, ამასთანავე, აქტუალურია ჩვენს ცხოვრებაშიც.
პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია, მოსწავლეები გაეცნონ მსოფლიოს ისტორიას, გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი, ისწავლონ გუნდური მუშაობა.
მონაწილეთა ასაკი: 15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 2კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვების მიერ მოძიებული იქნება ფოტოები, გაკეთდება პრეზენტაცია power point-ში, გაკეთდება ბუკლეტები მშობლებისათვის.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, პრინტერი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად შეარჩიეს პროექტის თემა, ჯგუფურად დაივნენ შემდეგი პრინციპით: პირველი რიგის მოსწავლეები პირველ ჯგუფში, მეორე რიგის მოსწავლეები - მეორეში. მასწავლებლის დახმარებით გაინაწილეს სამუშაო. ჯგუფის სამი წევრი ეძებს ინფორმაციას ქართველ ქალბატონებზე, რომელთაც რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთეს საქართველოს ისტორიაში. 3 წევრი ეძებს უცხოელს. ბუკლეტებს დაამზადებენ პრეზენტაციის შექმნის შემდეგ.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოცემულ პროექტს კავშირი აქვს ისტორიასთან და გეოგრაფიასთან.
პროექტის ხელმძღვანელი: მაკა ესიტაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: makaesitashvili@gmail.com
No comments:
Post a Comment