კომპეტენციები, რომლებიც შევიძინე:
- უკვე შემიძლია ისტ ინსტრუმენტებისა და რესურსების შერჩევა და მისადაგება სასწავლო პროცესში განხორციელებული აქტივობისადმი.
- შემიძლია შესაფერისი ისტ ინსტრუმენტების და მათი ინტეგრირების სტრატეგიის შერჩევა სასწავლო პროცესის მოსამზადებლად.
- შემიძლია სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის წყაროს შესახებ ვარაუდის გამოთქმა და მიდი სანდოობის დადგენა.
- შემიძლია მოპოვებული მონაცემების ორგანიზება და ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა ისტ-ის საშუალებების გამოყენებით.
- თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის ტიპის დავალების მომზადებისას, ვირჩევ შესაფერის ტექნიკურ საშუალებებს, პროგრამულ უზრუნველყოფას და ვაყალიბებ სრულყოფილ ინსტრუქციებს მოსწავლეებისათვის.
- შემიძლია გამოვიყენო ელექტრონული ცხრილები მოსწავლეთა შედეგებზე დაკვირვებისა და ანალიზისათვის.
- გამოვიყენებ ისტ-ის საშუალებებს შეფასების რუბრიკების მომზადებისას. შემიძლია შევქმნა შეფასების სქემები და რუბრიკები ელექტრონულ ფორმატში.